“ფრანკო ფონტანას 6.000 ლარიანი შავი ბრილიანტი ნახშირი აღმოჩნდა” – რას ჩივის ნატალია კინგი

"ფრანკო ფონტანას 6.000 ლარიანი შავი ბრილიანტი ნახშირი აღმოჩნდა" - რას ჩივის ნატალია კინგიმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნატალია კინგი საიუველირო მაღაზიათა ქსელ ფრანკო ფონტანას ყალბი ბრილიანტების გაყიდვაში ადანაშაულებს.

ის ამბობს, რომ ფრანკო ფონტანაში 6.000 ლარად შავი ბრილიანტის ბეჭედი რამდენიმე წლის წინ იყიდა. ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში თვლების ხარისხის განსაზღვრისთვის მიიტანა, მაგრამ იქ უთხრეს, რომ შავი ბრილიანტების ნაცვლად, 6.000 ლარი მხოლოდ ნახშირში გადაიხადა.

საუბარი ამ ბეჭედზეა, რომლის ხარისხის სერთიფიკატსაც ნატალია კინგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"ფრანკო ფონტანას 6.000 ლარიანი შავი ბრილიანტი ნახშირი აღმოჩნდა" - რას ჩივის ნატალია კინგინატალია კინგი ამ სკანდალური ისტორიის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს.

ის ამბობს, რომ ფრანკო ფონტანას წარმომადგენლებმა ზარალის ანაზღაურება შესთავაზეს, ეს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მომხდარიყო.

ნატალია კინგის თქმით, ხელშეკრულებაში საიუველირო მაღაზიის მხრიდან რამდენიმე პუნქტზე ხელი უნდა მოეწერა, მაგალითად სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ, პოსტი არ უნდა დაეწერა, ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროებულიყო და ფრანკო ფონტანაში აღარაფერი უნდა ეყიდა…

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „პრაიმტაიმი“ ფრანკო ფონტანას მომხდარზე სასაუბროდ დაუკავშირდა. თუმცა, მაღაზიის წარმომადგენელმა მოკლე კომენტარი გააკეთა და ტელეფონი გათიშა, რის შემდეგაც მაღაზიაში აღარ გვპასუხობენ.

 – რა კომენტარს გააკეთებთ ნატალია კინგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე – ის აცხადებს, რომ ნამდვილი შავი ბრილიანტის ბეჭდის ნაცვლად, ნახშირის თვლიანი ნივთი მიყიდეთ, რომელიც ლაბორატორიაში განუცხადეს?

– ახლა, ამ საუბარს იწერთ თქვენ?

 – დიახ, მიმდინარეობს სატელეფონო ჩანაწერის მომზადება… 

– არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ… ჩვენ ვადანაშაულებთ მაგ ქალბატონს ტყუილში…

 – გვითხარით, როგორია თქვენი პოზიცია… 

აქ წყდება საუბარი… არაერთი განმეორებითი ზარის მიუხედავად, ფრანკო ფონტანაშიაღარ გვპასუხობენ…

პრაიმტაიმი