პრემიერი კასტექსი – “საფრანგეთში მკაცრი კარანტინი არ იქნება”

პრემიერი კასტექსი - "საფრანგეთში მკაცრი კარანტინი არ იქნება"საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, მკაცრი კარანტინის რეჟიმი ხელმეორედ არ გამოცხადდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

კასტექსის თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, გაიზრდება სწრაფი ტესტირების მასშტაბები, ხოლო გარკვეული დაწესებულებების სამუშაო საათები შეიზღუდება.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, იზოლაციის პერიოდი 14 დღის მაგივრად 7 დღე იქნება.

საფრანგეთში გუშინ ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი – 9 843 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პირველი არხი