“ქმრისთვის ნასროლი ტყვია ცოლს მკერდში მოხვდა” – მესტიაში მზია კვიციანი დაჭრეს

"ქმრისთვის ნასროლი ტყვია ცოლს მკერდში მოხვდა" - მესტიაში მზია კვიციანი დაჭრესმესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში 55 წლის ქალი დაჭრეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც დაჭრილი, მზია კვიციანი და მისი ქმარი სოფელში გადაადგილდებოდნენ.

ცოლ-ქმარს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, სავარაუდოდ, თანასოფლელმა ესროლა, რომელთანაც შუახნის ქალის ქმარს დაპირისპირება ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ქმრისთვის ნასროლი ტყვია ცოლს გულმკერდის არეში მოხვდა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ცოლ-ქმარს გზის პირას მდებარე ტყიდან ესროლეს.

დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-108, განზრახ მკვლელობის მცდელობა და 236, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება მუხლებით დაიწყო.

მთავარი