სროლა რაგბის კავშირში – ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა

სროლა რაგბის კავშირში - ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ რამაზ ხარაზიშვილი დაჭრარაგბის კავშირში სროლა იყო. დაჭრილია ერთი ადამიანი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ განახორციელა.

მთავარის ცნობით, მერაბ ბესელიამ 7 კაცა რაგბის ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად იუნკერების გუნდის ხელმძღვანელი – რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.