რაგბის კავშირში 3 კვირის წინ პროკურატურა შევიდა – რა კავშირშია ეს ფაქტი დღევანდელ სროლასთან

რაგბის კავშირში 3 კვირის წინ პროკურატურა შევიდა - რა კავშირშია ეს ფაქტი დღევანდელ სროლასთან3 კვირაა, რაც პროკურატურაა შემოსული რაგბის კავშირში და ფინანურ საკითხებს იკვლევენ”, – ამის შესახებ ვეტერანმა მორაგბემ სანდრო საკანდელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სანდრო საკანდელიძემ მედიასთან განაცხადა, რაგბის კავშირში ფინანსები არამიზნობრივად იხარჯება. ” ფინანსურ კრიზისშია რაგბის კავშირი შეყვანილი. ისეთი მიმართულებაზეა თანხები განაწილებული, რაზეც არ ღირდა”.

“ის მმართველობა, რაც ბოლო 8 წელია აქ არის, ჩვენთვის მიუღებელია. ამაზე შიგნიდან ვიბრძოდით, 5 წელი გარეთ არ გამოგვქონდა პრობლემები. ამან არ იმუშავა, როგორც ჩანს, შემდეგ მოგვიწია გარეთ გამოტანა.

3 კვირაა რაც პროკურატურაა შემოსული და იკვლევენ ფინანურ საკითხებს. პროკურატურა ყველაფერს უფრო კომპეტენტურად იტყვის”, – განაცხადა საკანდელიძემ.

მისივე თქმით, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი არ იყო ინიციატორი, რომ პროკურატურა შემოსულიყო რაგბის კავშირში.

რაც შეეხება რაგბის კავშირში მომხდარ სროლის ფაქტს, საკანდელიძის თქმით, მისი ინფორმაციით, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი და მერაბ ბესელია რაგბის კავშირის შენობაში ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ.

“არ ვიცი რა მოხდა დღეს. კოვიდთან დაკავშირებით იყო შეხვედრა, ხარაზიშვილი აქ ყოველთვის დადის, რადგან საბჭოს წევრია. როგორც ვიცი, შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს”, -განაცხადა საკანდელიძემ.

რაგბის კავშირში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას უმრავლესობის წევრი ირაკლი აბუსერიძე გამოეხმაურა დაგანაცხადა, რომ  მომხდარის დეტალები გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.

“მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, შესაბამისი ორგანოები იძიებენ დეტალებს და მე ამ ეტაპზე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რამაზის მდგომარეობა სტაბილურია.  დიდი დრო არ არის რაც რაგბის კავშირში ვარ და შიდა სამზარეულო არ ვიცი, ამიტომ დაველოდოთ დეტალების გარკვევას,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში სროლა იყო. დაჭრილია ერთი ადამიანი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ განახორციელა.