“შევუკვეთეთ 5 კოქტეილი და 25 კოქტეილზე მოგვივიდა ანგარიში” – რატომ ცემეს შუა პეკინზე ივიკო ფრუიძე

"შევუკვეთეთ 5 კოქტეილი და 25 კოქტეილზე მოგვივიდა ანგარიში" - რატომ ცემეს შუა პეკინზე ივიკო ფრუიძეთბილისის ერთ-ერთ ბარში ივიკი ფრუიძის უმოწყალოდ ცემის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

“ბარში შევუკვეთეთ 5 კოქტეილი და რეალურად მოგვივიდა 25 კოქტეილზე ანგარიში, რაც რა თქმა უნდა, გავაპროტესტე, მოვითხოვე კამერების ამოღება და ამის შემდეგ ბარიდან გარეთ გამოსულს მეძახის დაცვა ჩავდივარ ბარში და მხვდება დაცვის 6 წევრის და ადმინისტრატორის ჩასაფრება, დამიწყეს ცემა, მირტყამდნენ უმოწყალოდ, მეგობრების დახმარებით გამოვაღწიე, გამოვიძახე პატრული და სანამ პატრული მოვიდოდა კიდევ გაგრძელდა გარეთ, შუა პეკინზე ჩემი ცემა.მაქვს ხელის მოტეხილობა, ტვინის შერყევა, დაბეჟილობა,” – აუთხრა ივიკო ფრუიძემ რუსთავი 2-ს,

ის იმედოვნებს, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან დამნაშავეები და ასევე პასუხს აგებენ ის დაწესებულებებიც რომლებიც მსგავსი თაღლითური სქემით მოქმედებენ.

რუსთავი 2