თამთა ჯანჯღავა სტამბოლში ქმარმა მოკლა და გაიქცა

თამთა ჯანჯღავა სტამბოლში ქმარმა მოკლა და გაიქცა32 წლის თამთა ჯანჯღავას ცხედარი თურქეთის ქალაქ სტამბულში, ჩაკეტილ სახლში იპოვეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის ახლობლები უყვებიან, ახალგაზრდა ქალი ქმარმა დანით დაჩეხა და სახლიდან გაიქცა. გარდაცვლილს სენაკში ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ახლობლების გადმოცემით, ქმარი ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა და მკვლელობის მცდელობას წარსულშიც ჰქონდა ადგილი.

თამთა ჯანჯღავას ახლობელი, სალომე კურდღელია სოციალურ ქსელში წერს:

„ეს ულამაზესი გოგო თამთაა!(მიჭირს წარსულში მასზე საუბარი). ვინც მას არ იცნობდით გეტყვით, რომ თამთა ჯერ კიდევ საოცარი შვილი იყო, სანამ საოცარი დედიკო გახდებოდა თავისი შვილებისთვის! დიახ, თამთა იყო ის შვილი საკუთარ და-ძმაზე ჯერ კიდევ პატარა, დიდი გოგოსავით რომ ზრუნავდა! მერე ?! მერე დედა გახდა და მისი ყველა ფბ პოსტიდან მიხვდებით, რა მაგარი დედა იყო მისი შვილებისთვის!

დიახ, ადამიანებო ეს ის თამთაა, მისმა არაადამიანმა ქმარმა თურმე 2 დღის წინ სიცოცხლეს ულმობლად, რომ გამოასალმა და ვითომც, აქ არაფერი მომხდარაო, ისე რომ გაიხურა კარი და წავიდა!! (იმედია მოუსავლეთში)

მძულს ამისთანა სამყარო მე! დიახ მძულს! უფლის ნაბოძებ სიცოცხლეს რომ არაკაცები გართმევენ იმიტომ!სუსტის დაჩაგვრა რომ ვითომ „ძლიერს“ შეუძლია იმიტომ! არადა „ძლიერი“ კიარადა ლაჩარი ხარ, ლაჩარი ხარ იმიტომ, რომ ამ სისაძაგლის ჩადენის მერე თვითმკვლელობაც ვერ შეძელი.იქნებ ამითი მაინც გეშველა საკუთარი ბინძური სულისთვის! იქნებ ამითი მაინც შეგემსუბუქებინა შენი შვილების წინაშე ეს უმძიმესი დანაშაული! მეზიზღება დედაშენისნაირი ქალები, შენნაირ არაადამიან, მკვლელ შვილებს, რომ ზრდიან და თავი საუკეთესო დედებად მოაქვთ! თუმცა დედობაც ზოგისთვის პატივია, ზოგისთვის სასჯელი!

მაპატიე თამთა მეც და ყველას, ვისაც შეგვეძლო და არ დაგიცავით! ვინც იცოდა და ხმა არ აიმაღლა! გვიანია, მაგრამ მე მაინც გთხოვ ჩემ წილ პატიებას! ყველა პოტენციური მკვლელია, ვინც 0,1% მაინც ეცდება იმ არაკაცის გამართლებას ნებისმიერი ფორმით! აწი გინდ ფემინისტობა დამაბრალეთ და გინდა ქალთა უფლედამცველობა, მაგრამ ფაქტი ჯიუტი და ძალიან ტრაგიკული! თამთა აღარ ჰყავს მის შვილებს, მის დედმამიშვილებს და მის ახლობლებს! ჩემო ანგელოზად გაფრენილო თამთუ!იქით იმიერში ანათე და ასხივე აწი“,- წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.