თარაშ კანდელაკი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

თარაშ კანდელაკი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვათარაშ კანდელაკი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, თავად ბრალდებული კი დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის თქმით, კანდელაკი უდანაშაულოა და ჩხუბის მონაწილეებს აშველებდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის შვილი 19 წლის ერეკლე თედლიაშვილისთვის, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არის დაკავებული.

თედლიაშვილი რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, 11 სექტემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული კანდელაკს ბრალი დაუმძიმდეს

დაპირისპირება კი გორში, რესტორან “ჟოზეფში” 8 ივნისს მოხდა.