თბილისის დინამომ ბათუმს 3:1 მოუგო

თბილისის დინამომ ბათუმს 3:1 მოუგო12 სექტემბერს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში თბილისის „დინამომ“, რომელმაც ჩისკოს ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 3:1 დაამარცხა ბათუმის „დინამო“.

“როტორში“ გადასული ფლამარიონის გარეშე ბათუმის „დინამოს“ გაუჭირდა თბილისის „დინამოსთან“ თამაში, დედაქალაქელები უპირატესობას ფლობდნენ, ჯერ ქარდავამ ბურთი ხარიხას გაარტყა, შემდეგ გაბედავამ საოცარი გოლი გაიტანა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ქარდავამაც ულამაზესი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ზარიამ ანგარიში 3:0 გახადა. დარჩენილ დროში კვასხვაძის კარში ორი პენალტი დაინიშნა, ჯიღაურმა ვერ გამოიყენა, თევდორაძემ კი ზუსტად შეასრულა.
თბილისის „დინამო“ 22 ქულით გალიდერდა, ხოლო ბათუმის „დინამო“ 20 ქულით მეორე ადგილზეა.
თბილისის „დინამო“ 3 ოქტომბერს „საბურთალოს“ შეხვდება, ბათუმის „დინამო“ კი იმავე დღეს გასვლაზე „თელავს“ დაუპირისპირდება.

დინამო (ბთ) – დინამო (თბ) 1:3
გოლები: 0:1 გაბედავა (38), 0:2 ქარდავა (45), 0:3 ზარია (52), 1:3 თევდორაძე (89, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ჯიღაური (64)

დინამო (ბთ) (4-3-2-1): ალავიძე (კ), ობაობონა, კობახიძე, ჩალაძე, ჯიღაური, ტეიდი (შერგელაშვილი 73), გონსალვესი (თევდორაძე 81), მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, რეინალდო, ნიქაბაძე (გაფრინდაშვილი 53)
დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ქიმაძე, ბენიო, იაშვილი, ქარდავა (კუცია 82), ზარია (კუხიანიძე 59), პაპავა (კ), ქავთარაძე, გაბედავა (კაპანაძე 68), ორშულა.

სპორტალი