თბილისის ლოკომოტივმა მოსკოვის დინამოს მოუგო და ევროპის ლიგიდან გამოაგდო

თბილისის ლოკომოტივმა მოსკოვის დინამოს მოუგო და ევროპის ლიგიდან გამოაგდო17 სექტემბერს თბილისის ლოკომოტივმა საკუთარ მოედანზე ევროპის ლიგის გათამაშების მორიგ ეტაპზე მოსკოვის დინამო მიიღო.

მატჩის დაწყებამდე სტუმართა შანსები გაცილებით მეტად ფასობდა, ვინაიდან მოსკოვის დინამოს რეიტინგი თბილის ლოკომოტივისაზე გაცილებით მაღალია.

შეხვედრამ კი სულ სხვა სურათი აჩვენა. პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულების შემდეგ მასპინძლებმა მე-2 ტაიმში სწრაფი კონტრშეტევების წარმატებით განხორციელება შეძლეს. ჯერ სიხარულიძემ გახსნა ანგარიში, შემდეგ კი გავაშელიშვილმა მეორედ აიღო მოსკოვის დინამოს კარი – 2:0.

სტუმრებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს – მატჩის მიწურულ მათ ზუსტად დაარტყეს პენალტი – 2:1.

ამ გამარჯვებით თბილისის ლოკომოტივი ევროპის ლიგის გათამაშების მორიგ ეტაპზე გავიდა.