თემქის კლინიკაში კანონიერი ქურდი ჩაი-ჩაი გარდაიცვალა

თემქის კლინიკაში კანონიერი ქურდი ჩაი-ჩაი გარდაიცვალათბილისში ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ჯემალ შავლაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის გასულ კვირას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. „კანონიერი ქურდი“ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შედეგად გარდაიცვალა. ის თემქაზე, საავადმყოფოში მკურნალობდა და იქვე გარდაიცვალა.

შავლაძეს კრიმინალურ წრეებში „ჩაი-ჩაის“ მეტსახელით იცნობდნენ. 1980-90-იანი წლების თბილისში ის საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა გოგი ჩიქოვანთან და პაატა ჩლაიძესთან ერთად.

„ჩაი-ჩაი“ „კანონიერ ქურდად“ 28 წლის ასაკში, 1966 წელს ირაკლი იშხნელმა და გურამ მდივანმა „მონათლეს“.

თავად შავლაძემ კი კრიმინალური გვირგვინი დაადგა არაერთ თბილისელ „კანონიერ ქურდს“, მათ შორის მომღერალ ქეთა თოფურიას მამას, ანდრო თოფურიას.

პრაიმტაიმი