თეონა თამაზაშვილი – “ემზარ საბანაძის გამო პროკურატურაში დამიბარეს”

თეონა თამაზაშვილი - "ემზარ საბანაძის გამო პროკურატურაში დამიბარეს"2 სექტემბერს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც გა­ცხად­და, გა­მომ­ძი­ებ­ლებს მას­თან შე­კი­თხვე­ბი ჰქონ­დათ მის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა მისი შვი­ლის ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბას­თან კავ­შირ­ზე გა­ა­კე­თა.

“გა­მოჩ­ნდა ახა­ლი ფი­გუ­რან­ტი ბა­ჩა­ნა-2 ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძის სა­ხით, რო­მელ­მაც და­ა­ყე­ნა ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და ამის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა ჩემი და­კი­თხვა”, – გა­ნა­ცხა­და თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეს­ვლამ­დე.

შე­კი­თხვა­ზე, და­ა­სა­ხე­ლებ­და თუ არა იმ სამ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, რომ­ლებ­ზე­დაც ის გან­ცხა­დე­ბა­ში სა­უბ­რობ­და და რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: “არა, ეს გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ა­სა­ხე­ლოს და დო­კუ­მენ­ტი წა­რად­გი­ნოს ამა­ზე, თო­რემ მე რომ მქო­ნო­და ის ფლეშ­კა, ამით და­ვა­სა­ბუ­თებ­დი და და­ვა­სა­ხე­ლებ­დი იმ ადა­მი­ა­ნებს”.

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეს­ვლამ­დე ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მაც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი. მან გან­მარ­ტა, რომ “პრო­კუ­რა­ტუ­რამ თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი და­ი­ბა­რა იმ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მან აქ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა გარ­კვე­უ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამა­ზე ის დე­ტა­ლუ­რად გას­ცემს პა­სუხს იმ კი­თხვებ­ზე, რა კი­თხვე­ბიც ექ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას”.

ცნო­ბი­სათ­ვის, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა 30 აგ­ვის­ტოს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და: “აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და თურ­ქე­თის მთავ­რო­ბებს მო­ვუ­წო­დებ, და­ინ­ტე­რეს­დნენ და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მოს­თხო­ვონ იმ სამი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის შე­სა­ხებ ფა­ი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­მა შვილ­მა შემ­თხვე­ვით გახ­სნა და გა­შიფ­რა, თუ რო­გორ მა­რაგ­დე­ბო­და ყა­რა­ბა­ღის ომი ია­რა­ღით. ზუს­ტა­დაც ამი­ტომ, ია­რა­ღის შე­სა­ძე­ნად გა­და­ა­რი­ცხი­ნეს ჩემს შვილს მი­ლი­ო­ნე­ბი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბი­დან. ია­რაღს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დიდი თან­ხა სჭირ­დე­ბა და სუს-იც ზუს­ტად ამი­ტომ არის ჩარ­თუ­ლი ჩემი შვი­ლის მო­შო­რე­ბის ამ­ბავ­ში”.

ამ გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის რე­ფორ­მის ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ: “ეს ქალ­ბა­ტო­ნი აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­კი­თხია და იგი ვალ­დე­ბუ­ლია და­ა­სა­ხე­ლოს წყა­რო. ამ პი­როვ­ნე­ბამ ეს ინ­ფორ­მა­ცია თუ არ და­ა­დას­ტუ­რა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დად­გეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, ამ ქალ­ბა­ტო­ნის ქმე­დე­ბა რა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს. მან ან წყა­რო უნდა და­ა­სა­ხე­ლოს და ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს, ან უნდა დად­გეს მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. ვინ­მემ აუხ­სნას ქალ­ბა­ტონს, რომ მისი ქმე­დე­ბა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვია და შე­საძ­ლოა, მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გეს”.

ამბები