“თეონა თამაზაშვილი შიმშილობას აპირებს”

"თეონა თამაზაშვილი შიმშილობას აპირებს"თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის დედას, თეონა თამაზაშვილს, რომელიც გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვდა, ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის გამო, თეონა თამაზაშვილი მკაცრი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ თეონა თამაზაშვილმა შიმშილობაც დაიწყოს.

„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აღნიშნულთან დაკავშირებით მისი მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი ნაბიჯი. არ გამოვრიცხავ, რომ შიმშილობა გამოაცხადოს , – განაცხადა რამიშვილმა.

იპნ