ცოტნე დადიანის ქუჩაზე უცხოელი დაჭრეს

ცოტნე დადიანის ქუჩაზე უცხოელი დაჭრესთბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაჭრას წინ კონფლიქტი უძღოდა. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

ფაქტს ადასტურებენ შსს-ში და ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 120-ე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მთავარი