უკრაინაში ხარკოვთან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – 22 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში ხარკოვთან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - 22 ადამიანი დაიღუპაუკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 28 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც ადასტურებს.

უკრაინის საგანგებო საქმეთა სამსახურის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი AN-26 ხარკოვის ოლქში ჩამოვარდა და ავიაკატასტროფას 22 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2 დაშავებულია და 4 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, ფრენა საწვრთნელი იყო და თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან 2 კილომეტრში ჩამოვარდა.

მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს საშინელი ტრაგედიაა და ხვალ, შაბათს შემთხვევის ადგილზე ჩავა.

მისივე თქმით, გამოძიებაში სამთავრობო კომისია ჩაერთვება.

მთავარი