“ვაიმეეე, არ მჯერააააა” – ია სუხიტაშვილი სან სებასტიანში საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა

"ვაიმეეე, არ მჯერააააა" - ია სუხიტაშვილი სან სებასტიანში საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდასან სებასტიანის კინოფესტივალზე მსახიობმა, ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ია სუხიტაშვილი ავრცელებს.

„საუკეთესო სცენარი,საუკეთესო რეჟისორი ,საუკეთესო მსახიობი ქალი (მე) რეკორდი მოვხსენით, სან სებასტიანის კინო ფესტივალი, ვაიმეეე არ მჯერააააა ,დეა კულუმბეგაშვილი მიყვარხააარ ეხლა უცებ საუკეთესო ფილმი კიდევ ჯილდო, ვაიმეეე ,ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს,საქართველო გილოცავ“,- წერს ია სუხიტაშვილი.

ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა დეა კულუმბეგაშვილი, საუკეთესო ფილმად კი „დასაწყისი“.

პრაიმტაიმი