2 ნოემბერს დედამიწაზე შეიძლება ასტეროიდი ჩამოვარდეს

2 ნოემბერს დედამიწაზე შეიძლება ასტეროიდი ჩამოვარდესდედამიწას უახლოვდება ასტეროიდი 2018VP1, რომელიც დაახლოებით მაცივრის ზომისაა.

ასტერიოდი 2 ნოემბერს დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს მივა.

ამის შესახებ საკუთარ ინსტაგრამზე ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა ნილ დეგრას ტაისონმა დაწერა.

მისი მონაცემებით, ასტეროიდის სისწრაფე საათში 25.000 მილს შეადგენს. ტაისონი თვლის, რომ ასტეროიდი შეიძლება ჩამოვარდეს დედამიწაზე, მაგრამ მას დიდ ზიანს ვერ მიაყენებს.

ნასას მონაცემებით, 2018VP1 დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს 2 ნოემბერს, თბილისის დროით 18:33-ზე მივა და დედამიწას 384.000 კმ-ის დაშორებით ჩაუფრენს. მისი დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლის ალბათობა 0,41%-ს შეადგენს.

ასტეროიდი ბოლოს 2018 წლის 16 ნოემბერს შეამჩნიეს.