“2 წლის ბავშვი მიკროავტობუსის ქვეშ შეძვრა, რომელმაც თავზე გადაუარა” – რა მოხდა ასპინძაში

"2 წლის ბავშვი მიკროავტობუსის ქვეშ  შეძვრა, რომელმაც თავზე გადაუარა" - რა მოხდა ასპინძაშიასპინძის სოფელ რუსთავში ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაურა, შედეგად მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბავშვი გაჩერებული მიკროავტობუსის ქვეშ შეძვრა, დაძვრის მომენტში კი მძღოლმა ის ვერ შეამჩნია და თავზე გადაუარა.

მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების ისეთ დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.