37 წლის ლაშა შონია წალენჯიხაში მოკლული იპოვეს

37 წლის ლაშა შონია წალენჯიხაში მოკლული იპოვესწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში 37 წლის ლაშა შონიას ცხედარი თანასოფლელებმა, სახლთან ახლოს მდებარე ტყეში იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

„საღამოს 8 საათზე გავიდა სახლიდან.დედას დაუბარა საქონლის მოსაძებნად გავდივარო… გვიანობამდე არ გამოჩნდა და სოფელმა დაიწყო მისი ძებნა. ცხედარი იქვე სახლთან ახლოს ვიპოვეთ“, – განუცხადა „პრაიმტაიმნიუსს“ ოჯახის ახლობელმა.

შსს-ში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია. ახალგაზრდა მამაკაცი სახლში ხანშიშესულ დედასთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია იარაღი, რომლითაც მამაკაცმა თავი მოიკლა.

პრაიმტაიმი