ალიევი – “სომხური ფაშიზმი ხერხემალში უნდა გადავტეხოთ”

ალიევი - "სომხური ფაშიზმი ხერხემალში უნდა გადავტეხოთ"სომხური ფაშიზმის ხერხემალში გადატეხვით ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს რეგიონს დიდი უბედურებისა და ტრაგედიისგან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის ომბუდსმენთან, სერეფ მალკოჩთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთმა განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმები განახორციელა, რაც ომის დანაშაულია.

„ვიცი, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში განჯაშიც ჩახვალთ. იქ საკუთარი თვალით ნახავთ, როგორ სასტიკ მტერთან გვაქვს საქმე. ისინი ბრძოლის ველზე ვერ გვამარცხებენ და ამის მიღწევას მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვით ცდილობენ. განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმები ომის დანაშაულია. სომხეთის ხელმძღვანელობა პასუხს აგებს ამ დანაშაულისთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სომხური ფაშიზმის მტაცებლურ ხასიათს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სომხური ფაშიზმის ხერხემალში გადატეხვით ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს რეგიონს დიდი უბედურებისა და ტრაგედიისგან,” – აღნიშნა ალიევმა.

იპნ