აჭარაში დეპუტატის მძღოლს ეძებენ

აჭარაში დეპუტატის მძღოლს ეძებენაჭარაში სტიქიის შედეგად დაკარგულ 61 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით, ის მდინარე მეჯინისწყალმა გაიტაცა.
შემთხვევა 1 ოქტომბერს მოხდა. უხვი ნალექის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ ავტომობილი გაიტაცა, რომელშიც ორი მამაკაცი იჯდა. ერთ-ერთმა გადმოსვლა მოასწრო, ხოლო მძღოლი წყალმა ავტომობლთან ერთად წაიღო.

ის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მძღოლია და შემთხვევის დროს სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

მაშველებმა ავტომობილი მალევე იპოვნეს, თუმცა მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მეხანძრე-მაშველები მდინარის კალაპოტს ზღვის მიმართულებით მიყვებიან.

ნიუპოსტი