ავჭალაში ჩაცხრილული მამაკაცი მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი

ავჭალაში ჩაცხრილული მამაკაცი მკვლელობისთვის იყო ნასამართლევიმამაკაცი, რომელიც ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილეს, “კურიერის” ინფორმაციით, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის იყო ნასამართლევი.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათ გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.

შემთხვევა ავჭალის დასახლებაში ერთი საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, გარდაცვლილი, რომელიც თეთრის ფერის ავტომობილში მოკლეს, თავად შეირაღებული იყო.

პირი, რომელმაც შუახნის მამაკაცის მიმართულებით გაისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

რუსთავი 2