ავჭალაში მოკლული პირი ვალერიან ნემსიწვერიძეა – “ის უკანონოდ იყო ნასამართლევი”

ავჭალაში მოკლული პირი ვალერიან ნემსიწვერიძეა - "ის უკანონოდ იყო ნასამართლევი"ავჭალაში, სადაც ვალერიან ნემსიწვერიძე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს, ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი მივიდა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისთვის უცნობია, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარი.

„ბავშვის ნათლია ვარ, ოჯახის წევრებმა დამირეკეს და მოვედი. ეჭვი მეპარება შურისძიებაზე, ჩემი მეგობარი იყო და საკმაოდ კარგად ვიცნობდი. არანაირი ბუნტი, რაც შეეხება ნასამართლეობას, რამდენჯერმე არ იყო, ერთხელ იყო ნასამართლევი და სტრასბურგიდან გადაწყვეტილება ჩამოვიდა, რომლის მიხედვითაც ის უკანონოდ იყო ნასამართლევი. არანაირ ციხის ბუნტში არ იღებდა მონაწილეობას, პატიოსან ადამიანზე ვსაუბრობთ, როგორც კრიმინალზე არ ვსაუბრობთ. რომელ შურისძებაზეა ლაპარაკი, მეუღლე ნორმალურად ვერ ლაპარაკობს, დამირეკა და ძლივს მითხრა, რომ გარდაცვლილია. საერთოდ არ გვაქვს წარმოდგენა, რა მოხდა. მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს” – განაცხადა წულეისკირმა.