ავთო გალდავა და სხვა მძევლები თავისუფალი არიან

ავთო გალდავა და სხვა მძევლები თავისუფალი არიანარსებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ავთო გალდავა და მასთან ერთად მძევლად აყვანილი პირები თავისუფლები არიან.

რა ვითარებაში მოხდა მძევლების გათავისუფლება ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. მათ შორის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა იყო. გავრცელებული ცნობით, სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და ბანკში თანხა, რომელიც თავდამსხმელმა მოითხოვა, გალდავამ მიიტანა.

მედიამ თავდამსხმელის მიერ მძევლებთან ერთად ბანკის დატოვების კადრები გადაიღო, სადაც ჩანს, რომ შეიარაღებულ პირს სამი ადამიანი ხელშეკრული გამოჰყავს. ამასთან, ვიდეომასალის მიხედვით, თავდამსხმელი ბანკიდან ხელაწეული გამოდის, რომელშიც სავარაუდოდ, ხელყუმბარა ეჭირა.

იპნ