საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” თავდასხმასა და ტერორისტულ აქტში ბრალდებული, ბადრი ესებუა თავდაცვის ძალებში არ ირიცხება და ის სამსახურიდან 2019 წლის ივლისში გაათავისუფლეს. უწყება დოკუმენტს ავრცელებს, იმის დასადასტურებლად, რომ ის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.
“საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე”, – წერს უწყება.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ბრძანებას ხელს პოლკოვნიკი ტატალაშვილი აწერს.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუას სამართალდამცავები მე-8 დღეა ეძებენ.
მთავარი

