ბაღდათში 1 ოჯახის 4 წევრი დაიღუპა – მანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა

ბაღდათში 1 ოჯახის 4 წევრი დაიღუპა - მანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახაბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.