ბარბარა სამხარაძე ბრიტანული ნიჭიერის მონაწილე გახდა

ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერის“ საშუალებით 2016 წელს გაიცნო. 16 წლის მუდამ მომღიმარმა გოგონამ მაყურებელსაც თავი შეაყვარა, ჟიურიც მოხიბლა და ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტული მოიპოვა.

ახალგაზრდა მომღერალი დღეს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა და ახალი გამოწვევებისთვის ემზადება – ის ახლა ბრიტანული „ნიჭიერის“ დაპყრობას აპირებს.

მომღერალმა უკვე წარმატებით გაიარა შესარჩევი კონკურსი და წარმატების მოლოდინშია:

სულ ცოტა ხნის წინ ბარბარამ საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე დაწერა:

„თუ რამეს მივაღწიე ამ პროექტში… უფრო მეტს…, ეს აქ იყოს „მემორისთვის“, შერჩევითი ეტაპი“.

ნოსტალ.ჯი