ბათუმში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – რეანომობილს 5 საათია, ელიან

ბათუმში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - რეანომობილს 5 საათია, ელიანბათუმში სამი წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. მისი მდგომარეობა მძიმეა. თუმცა, თბილისში გადმოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც ოჯახის ახლობელი აკაკი წოწონავა„პრაიმტაიმს“ უყვება, უკვე ხუთი საათია რეანომობილს ელოდებიან.

„დღეს, ბათუმში დაახლოებით ხუთი საათის წინ, სამი წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. ამის შემდეგ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი დახმარება ჩაუტარა. თუმცა, სასწრაფოდ გადასაყვანია თბილისში.

ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. უკვე ხუთი საათია რეანომობილს ველოდებით. დავრეკეთ სამინისტროშიც. ყველგან გვეუბნებიან, რომ დაველოდოთ… რომ ვკითხულობთ, რატომ არ გადაჰყავთ, ამბობენ, რომ მანქანა არ ჰყავთ.

რეალურად მანქანა აქ დგას. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ბავშვთა ექიმმა, არ იცის წავა თუ არა. ანუ ამაზეა დამოკიდებული ეს ბავშვი გადარჩება თუ არა.

ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დალეწილი აქვს ყველა ძვალი. ეჭვი მიჩნდება, რომ არსად აქვთ დარეკილი,“- აცხადებსაკაკი წოწონავა.

პრაიმტაიმი