დავით ხიდაშელი პროკურატურაში დაიბარეს

დავით ხიდაშელი პროკურატურაში დაიბარესბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკების დედნები გადასცა, პროკურატურაში დამატებით გამოიკითხება.

აღნიშნული ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ ბიზნესმენის მიერ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გაკეთებული განცხადების გამო დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოკითხვაზე უკვე დაბარებულია.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა, რომ მას 2019 წელს ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა.

ხიდაშელის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილმა მას რუკის მოძიება სთხოვა.

იპნ