დიდუბეში ბილაინის დაცვის წევრის ცხედარი იპოვეს

დიდუბეში ბილაინის დაცვის წევრის ცხედარი იპოვესდიდუბეში, გამოფენის ტერიტორიაზე 48 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

“მთავარი არხისთვის” ცნობილია გახდა, რომ გარდაცვლილი მუშაობდა ბილაინის ოფისში, სადაც დაცვის წევრი იყო.

როგორც “მთავარს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მთავარი