დონალდ ტრამპი – “ბაიდენები ციხეში უნდა ჩავსვათ”

დონალდ ტრამპი - "ბაიდენები ციხეში უნდა ჩავსვათ"აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მეტოქე, პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატის, ჯო ბაიდენის, ოჯახი კორუმპირებულია და ისინი ციხეში უნდა ჩასვან, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Newsweek-ი ავრცელებს.

„ბაიდენის ოჯახი კორუმპირებულია. კორუმპირებული ოჯახი. ბაიდენების ოჯახი ციხეში უნდა ჩავსვათ!“ – განაცხადა ტრამპმა ჯორჯიის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

“წარმოიდგინეთ, ჩემს შვილებს რომ ის გაეკეთებინათ, რაც ამ ბიჭმა ჰანთმა გააკეთა? ჩემი აზრით, ეს არის კრიმინალური საწარმო… მილიონობით დოლარი,“- აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ციხეში ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც უნდა ჩასვან.