დუშეთში 60 წლის ქალი მოკლეს – სავარაუდო დამნაშავე 25 წლის ბიჭია

დუშეთში 60 წლის ქალი მოკლეს - სავარაუდო დამნაშავე 25 წლის ბიჭიადუშეთში, სოფელ პავლეურში გვიან ღამით, 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე 25 წლის ბიჭია, რომელიც ძალადობრივ ქმედებებში ადრეც იყო შემჩნეული. როგორც “მთავარს” ადგილობრივები უყვებიან, სავარაუდო დამნაშავის ძველ დანაშაულებს. პოლიციის მხრიდან. რეაგირება არ მოჰყოლია.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მოტივი ძარცვა, ქურდობა, ან ყაჩაღობა ვერ იქნებოდა, რადგან მოკლული მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიძება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა სავარაუდო დამნაშავე დაკავებული. როგორც პრესცენტრში ამბობენ, მიმდინარეობს საგამოძიებლო მოქმედებები.

არაოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი და სავარაუდო დამნაშავე მოგვარეები იყვნენ.

მთავარი