“გადახტომა მოასწრო და ამან გადაარჩინა” – ქობულეთში ინტურისტის დემონტაჟისას ამწე წაიქცა

"გადახტომა მოასწრო და ამან გადაარჩინა" - ქობულეთში ინტურისტის დემონტაჟისას ამწე წაიქცაქობულეთში, ზღვის პირას მიმდინარე მშენებლობაზე ამწე წაიქცა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ერთი პირი.

კაცი ბათუმში კლინიკაში გადაიყვანეს.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ყოფილი „ ინტურისტის შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. ტერიტორია ეკუთვნის კერძო კომპანიას.

„დაშავებული ამწეზე მუშაობდა და როგორც ვიცით, გადმოხტომა მოახერხა“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

ბათუმელები