“გამოვცვივდით ყველა გარეთ” – ხანძარი სითი მოლში

"გამოვცვივდით ყველა გარეთ" - ხანძარი სითი მოლშივაჟა-ფშაველას გამზირზე, სავაჭრო ცენტრ “სითი მოლში” ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანება იყო საკვებ ობიექტ “უკვეში”.

ხანძარი იქ მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რასაც ძლიერი დაკვამლიანება მოჰყვა.

ევაკუაციიდან ცოტა ხანში, სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომლებმა მაღაზიის მფლობელებსა და მოლარეებს საშუალება მისცეს, შენობაში შესულიყვნენ და მაღაზიები და სალაროები დაეკეტათ.

“დაცვა შემოვიდა და გვითხრა, რომ სითი მოლი უნდა დაგვეტოვებინა ხანძარიაო და გამოვცვივდით ყველა გარეთ. ასე გავიგე, რომ ხანძარი მესამე სართულზე არისო”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მთავარი