გიორგი მიქაუტაძემ კიდევ 2 გოლი გაიტანა – მას 14 გოლი დაუგროვდა

გიორგი მიქაუტაძემ კიდევ 2 გოლი გაიტანა - მას 14 გოლი დაუგროვდაგიორგი მიქაუტაძემ ბელგიის პირველ ლიგაში  მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.

ამჯერად მისმა “სერენმა” სტუმრად “მოლენბეკი” 4:3 დაამარცხა, რაშიც ლომის წილი გიორგიმ შეიტანა, რომელმაც პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანა.

ჯამში გიორგის 14 გოლი დაუგროვდა, ბოლო 3 თამაშში კი – 8 და ლიგის ერთპიროვნული ბომბარდირია.

ალბათ, ფრანგული “მეცი” მას აუცილებლად დაიბრუნებს, რომელსაც იჯარის წესით ჰყავს გაშვებული.

ამ გამარჯვებით “სერენი” 15 ქულით ლიდერი და ელიტარულ დივიზიონში გადასვლის კანდიდატია.

ასეთ სტილის ფორვარდი ნამდვილად დაამშვენებდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!

სპორტალი