სოცქსელებში გავრცლდა ვიდეო, რომელზედაც ჩანს, როგორ გადასცემს სამეგრელოს პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ზუგდიდში ბაკის მძარცველს ფულს.
გალდავას შეაქვს ჩანთა იქ, სადაც მძარცველი დგას და ეუბნება:
“ამოვიღო?”
“ამოიღე.”
ავთო გალდავა ჩანთიდან შეკვრებს იღებს და თან ამბობს:
“აჰა, ძმაო ერთი, ორი, სამი, ოთხი და ხუთი. გთხოვ რა, ცოდვას ნუ დაიდებ ჩემი შვილებისას!”
“მე უკვე გითხარი, რომ მე არაფერს არ გავაკეთებ, თუ თქვენ არაფერს არ გააკეთებთ”, – პასუხობს მძარცველი.
“მე არ გავაკეთებ.”
“შენ არ გააკეთებ, მაგრამ სხვებმა არ გააკეთონ”
“არავინ, ბიჭო…”