“გთხოვ რა, ცოდვას ნუ დაიდებ ჩვენი შვილებისას” – როგორ მიუტანა ავთო გალდავამ ფული ზუგდიდის ბანკის მძარცველს – ვიდეო

"გთხოვ რა, ცოდვას ნუ დაიდებ ჩვენი შვილებისას" - როგორ მიუტანა ავთო გალდავამ ფული ზუგდიდის ბანკის მძარცველს - ვიდეოსოცქსელებში გავრცლდა ვიდეო, რომელზედაც ჩანს, როგორ გადასცემს სამეგრელოს პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ზუგდიდში ბაკის მძარცველს ფულს.

გალდავას შეაქვს ჩანთა იქ, სადაც მძარცველი დგას და ეუბნება:

“ამოვიღო?”

“ამოიღე.”

ავთო გალდავა ჩანთიდან შეკვრებს იღებს და თან ამბობს:

“აჰა, ძმაო ერთი, ორი, სამი, ოთხი და ხუთი. გთხოვ რა, ცოდვას ნუ დაიდებ ჩემი შვილებისას!”

“მე უკვე გითხარი, რომ მე არაფერს არ გავაკეთებ, თუ თქვენ არაფერს არ გააკეთებთ”, – პასუხობს მძარცველი.

“მე არ გავაკეთებ.”

“შენ არ გააკეთებ, მაგრამ სხვებმა არ გააკეთონ”

“არავინ, ბიჭო…”