“გზაზე გადადიოდა და მერსედესი დაეჯახა” – წინანდალში ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა

"გზაზე გადადიოდა და მერსედესი დაეჯახა" - წინანდალში ავარიას მამაკაცი ემსხვერპლაკახეთში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ წინანდალში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა კაცი, გზაზე გადასვლას ცდილობდა, როდესაც მერსედესი დაეჯახა.

მიღებული დაზიანებებით ფეხით მოსიარულე სასწრაფო დახმარების მოსვლამდე  გარდაიცვალა. ადგილზე  პოლიციაა მობილიზებული.