გზაზე გადადიოდა, როცა მანქანა დაეჯახა – საგარეჯოში 28 წლის მამაკაცი დაიღუპა

გზაზე გადადიოდა, როცა მანქანა დაეჯახა - საგარეჯოში 28 წლის მამაკაცი დაიღუპასაგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ იორმუღანლოსთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა. ის ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.