ირაკლი ალასანიას პროკურატურაში დაიბარებენ დავით გარეჯის საქმეზე

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვები გრძელდება. სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ჩვენების მისაცემად თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიასაც დაიბარებენ.

ალასანიას გვარი ფიგურირებს „პრაიმტაიმის“ მიერ მოპოვებულ ჩვენებაში, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მყოფმა ირაკლი ალასანიამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დასადგენად მასალების მოძიების განკარგულება გასცა.

გეოგრაფი და გეოლოგი, ვლადიმერ მირიანაშვილი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში იხსენებს მის ურთიერთობას დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიასთან, რომლის ყოფილი ხელმძღვანელი ივერი მელაშვილი და ასევე კომისიის წევრი ნატალია ილიჩევა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. მათ ბრალად უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის გადაცემისკენ მიმართული ქმედება ედებათ.

„ჩემთვის ცნობილია, რომ ეს კომისია შეიქმნა ჯერ კიდევ 1994 წელს და პირველი ერთობლივი სხდომა აზერბაიჯანის და საქართველოს კომისიების ჩატარდა 1996 წლის ივნისსში.

2014 წლის იანვარში ჩემთან ისტორიის ინსტიტუტში მოვიდა იმდროინდელი კომისიის წევრი ნოდარ ხორბალაძე. მან მითხრა, რომ ირაკლი ალასანიას დავალებით მას დაევალა მასალების შეგროვება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დასადგენად, მათ შორის გარეჯის ტერიტორიაზე. იგი მეუბნებოდა, რომ კომისიაში ჰყავდათ მოღალატეები და დაასახელა ერთი ივერი მელაშვილი”, – წელს მირიანაშვილი.

პრაიმტაიმი