იტალიაში 26 ოქტომბრიდან კინოთეატრები, აუზები და სპორტდარბაზები დაიხურება

იტალიაში 26 ოქტომბრიდან კინოთეატრები, აუზები და სპორტდარბაზები დაიხურებაკორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 26 ოქტომბრიდან კინოთეატრები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები დაიხურება. ქვეყნის მასშტაბით ბარებსა და რესტორნებს მუშაობის უფლება საღამოს 6:00 საათის ჩათვლით ექნებათ.

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ის არ აპირებს მარტისა და აპრილის მსგავსად საყოველთაო კარანტინი დააწესოს, თუმცა ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება.

მისი თქმით, მომდევნო კვირებიდან უფროსი კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები მთელი ქვეყნის მასშტაბით დისტანციურად ჩაუტარდებათ.

ქვეყანაში ახალი რეგულაციების დაწესება იგეგმება ესპანეთში, სადაც დაინფიცირების შემთხვევები იტალიის მსგავსად იზრდება. ორშაბათიდან ქვეყანაში „განგაშის მდგომარეობა“ თავიდან გამოცხადდება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას ახალი შეზღუდვების დაწესების უფლებას მისცემს.

იპნ