იტალიაში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

იტალიაში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდაიტალიაში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ საგანგებო სხდომაზე მიიღო. ზომების გამკაცრების მიზეზი კი, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების მკვეთრი მატებაა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში „კოვიდ-19“-ის 3.678 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ეს 24 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

პირველი არხი