იტალიაში წვეულებები რესტორნებში და ღია სივრცეში აიკრძალება

იტალიაში წვეულებები რესტორნებში და ღია სივრცეში აიკრძალებაკორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, იტალიის მთავრობამ ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დააწესა.

შეზღუდვები საჯარო შეკრებებს, რესტორნების ფუნქციონირებასა და სპორტულ ღონისძიებებს შეეხება.

იტალიის მთავრობის განკარგულებით, აიკრძალება წვეულებების გამართვა რესტორნებში, კლუბებში ან ღია სივრცეში. ასევე, მთავრობა მოქალაქეებს ურჩევს, სახლებში ექვსზე მეტი ადამიანის დასწრებით წვეულებებიარ გამართონ.

რაც შეეხება ქორწილებსა და სხვა ცერემონიებს, 30-ზე მეტი ადამიანის დასწრება იკრძალება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 365 470 შემთხვევა დადასტურდა, 36 246 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 240 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პრაიმტაიმი