ადვოკატებმა ციხეში მყოფ კარტოგრაფ ივერი მელაშვილს საქმეში არსებული მასალების ნაწილი – რუკები და მოწმეთა ჩვენებები – გააცნეს
ადვოკატები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების საფუძველი არ არსებობდა და საქმეში, აბსურდული ბრალდებების და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გარდა, კონკრეტული მტკიცებულება მათ წინააღმდეგ არ არსებობს.
“ის თვლის, რომ არის აბსოლუტურად უდანაშაულო და არის მსხვერპლი ან ადამიანთა სრული უმეცრების, რომლებსაც სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია არ აქვთ და ვერ ხვდებიან, რას ამტკიცებენ, ან, მეორე მხრივ, არის მსხვერპლი მიზანმიმართული პროვოკაციის იმისთვის, რომ სხვა ადამიანებმა ან სხვა ძალებმა ხეირი ნახონ მისი პატიმრობით”, – ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე.
ადვოკატები “მატროსოვის” ციხეში სამ საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ. მშვენიერაძემ რუკებზე მუშაობისთვის ციხის ადმინისტრაციას სთხოვა, რომ პატიმართან ცალკე შეხვედრის უფლება ბარიერის გარეშე მისცენ.
“ჩვენთვის ამ ეტაპზე კიდევ უფრო მეტად ცხადი და ნათელია, რომ პროკურატურას, უბრალოდ, სურს, ეს ადამიანი ციხეში ჰყავდეს”, – ფიქრობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.
მთავარი

