კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრს 6-ჯერ ესროლეს

კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრს 6-ჯერ ესროლესბოლნისის სოფელ ნახიდურში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრს თავს დაესხნენ და, სავარაუდოდ, იარაღიდანაც გაისროლეს.

“ჩვენი ახალგაზრდულის ხელმძღვანელი ლევან მიქელაძე თავის მანქანით თანმხლებ პირთან ერთად ბოლნისიდან რომ გამოდიოდა, დაედევნა ორი ავტომობილი, ლევანმა იცნო, იმიტომ რომ ბოლნისელია და ისინიც ბოლნისელები არიან. თეთრ მანქანას მართავდა საკრებულოს წევრი წაქაძე, რომელიც ამავდროულად არის მეშველიანის ბიუროს ხელმძღვანელი,  და იყო კიდევ მეორე მანქანა.

ეს მანქანები ცდილობდნენ ლევანი იძულებული გაეხადათ გაჩერებულიყო და ალბათ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ მას, როგორც ეს უკვე მოხდა. რადგან ლევანი არ გაჩერდა მერე ცდილობდნენ შეჯახებებს, რამდენჯერმე გვერდიდან შეეჯახნენ ლევანის მანქანას და ეს ყველაფერი მანქანას ეტყობა. ცდილობდნენ ლევანი გზიდან გადასულიყო, გადაეგდოთ საგზაო ველიდან და მოახერხეს კიდევაც.

ბოლნისიდან დაახლოებით  5 კილომეტრში ის გადააგდეს ასფალტიდან და მერე გააგრძელა გზა ბუჩქნარში და არა გზაზე. თან ესროდნენ 6-ჯერ გაისროლეს, 1 ტყვია მოხვდა ლევანის მანქანას” – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მთავარი