პედოფილიაში ბრალდებული 59 წლის მამაკაცი, რომელსაც დღეს სააპელაციო სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მიიმალა.
მამაკაცს ბრალი საკუთარი ძმის შვილიშვილის, 5 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაში ედებოდა. დაზარალებული გოგონას ბაბუის განცხადებით, დამნაშავე დღეს, დღის პირველ ნახევარში საკუთარმა შვილმა და ნათესავმა მიმალვის მიზნით ავტომობილით წაიყვანა.
“ფეხზე დგას კახეთის პოლიცია. რეიდებია. ეძებენ დამნაშავეს. მე მივაწოდე ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციელებს. დაახლოებით 2 საათისთვის პედოფილი საკუთარმა შვილმა და ქვისლმა ავტომობილში ჩაისვეს და თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. ჩემმა ცოლმა დაინახა თავისი თვალით, ბავშვები რომ გამოჰყავდა სკოლიდან. რადგან პირველმა ინსტანციამ გაამართლა, სააპელაციოს პროცესებს არ ესწრებოდა. მისი ადვოკატები დადიოდნენ მხოლოდ. ალბათ, არ ეგონა თუ მიუსჯიდნენ. სხვა არაფერი ვიცი ამ ეტაპზე ” – განუცხადა ambebi.ge -ს დაზარალებულის ბაბუამ.
ამბები

