ხობში 47 წლის მამაკაცი ცემით მოკლეს

ხობში 47 წლის მამაკაცი ცემით მოკლესხობში 47 წლის მამაკაცი ცემით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს დაპირისპირება უძღოდა.

“კურიერის” ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ნათესავები და ამავდროულად მეზობლები არიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენები უკვე დააკავეს და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.