ხულოში სატვირთო ხევში გადავარდა – 1 მამაკაცი დაიღუპა, მეორე დაშავდა

ხულოში სატვირთო ხევში გადავარდა - 1 მამაკაცი დაიღუპა, მეორე დაშავდაავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარაში, ხულოში, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

ავარიის შედეგად 60 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მანქანაში მყოფი კიდევ ერთი მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

პაციენტი უახლოეს კლინიკაში არის გადაყვანილი და მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც კრიტიკული.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინფორუსთავი