“კოვიდ 19-ის ცუნამი გვიახლოვდება” – ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

"კოვიდ 19-ის ცუნამი გვიახლოვდება" - ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაბელგიის ჯანდაცვის მინისტრის, მეგი დე ბლოკის განცხადებით, ქვეყანას კორონავირუსის ცუნამი უახლოვდება და უახლოეს მომავალში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მინისტრის თქმით, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელსა და რამდენიმე რეგიონში საგანგაშო მდგომარეობაა.

კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ბელგიის ფედერალურმა მინისტრმა ფრანკ ვანდერბრიუკემაც.

მისი თქმით, სიტუაცია მალე შეიძლება უკონტროლო გახდეს.

„დღეს ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია მდგომარეობის კონტროლი, მაგრამ წარმოუდგენელი სირთულეებისა და სტრესის ხარჯზე. იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოში გადაყვანილ პირთა რაოდენობა ძალიან გაიზრდება, მოგვიწევს სხვა პრობლემის მქონე პაციენტების მკურნალობა გადავდოთ, რაც ასევე საშიშია. ერთადერთი გზავნილი გვაქვს საზოგადოებასთან, დაიცავით საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები“, – განაცხადა ფრანკ ვანდერბრიუკემ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბელგიაში საშუალოდ კორონავირუსის 10.000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში 222.000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10.413 გარდაიცვალა.

იპნ