ლაგოდეხთან მიცუბიში ტრაქტორს დაეჯახა

ლაგოდეხთან მიცუბიში ტრაქტორს დაეჯახალაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი “მიცუბიშის” მარკის ავტომობილი მცირე ტიპის ტრაქტორს დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, დაშავდა ტრაქტორის მძღოლი, რომელიც თავისა და სახის არეში მიღებული ტრავმებით ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

მთავარი